Monday, July 11, 2011

როგორ შევასრულო როლი

1.პროექტის სახელწოდება:  როგორ შევასრულო  როლი
2.პროექტის მოკლე აღწერა:სასკოლო თოჯინების თეატრის შქმნა
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტი ძალიან აქტუალურია,რადგან
თოჯინების თეატრის შექმნა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა
ნიჭის წინა პლანზე წამოწევას,მეტყველების კულტურის განვითარებას.
4.მონაწილეთა ასაკი:8–9 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:2–3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები:პროექტის სრული განხორციელებისათვის
საჭირო იქნება, მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების თანამშრომლობა.
დეკორაციების დამზადება,მოსწავლეების მიერ ზღაპრის შერჩევა გასცენარებისათვის,
თოჯინების შეძენა,ზღაპრის შინაარსიდან გამომდინარე, თოჯინებისათვის ტანსაცმელის შეკერვა, მუსიკის შერჩევა,აფიშების,რეკლამების,მოსაწვევების დამზადება. სამზადისისათვის
საკმარისი იქნება თვენახევარი,ხოლო მომდევნო თვენახევარი დაჭირდება სპექტაკლის მომზადებას.
7.მოსალოდნელი შედეგი:პირველ რიგში სკოლას ექნება საკუთარი თოჯინების თეატრი.
მოსწავლეებს მჭიდრო კავშირი ექნებათ თეატრალურ სამყაროსთან.ისწავლიან დეკორაციების,
ესკიზების შექმნას, აფიშების, რეკლამების დამზადებას. გამოუმუშავდებათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ– ჩვევები.დახვეწავენ მეტყველების კულტურას.
8.სარგებელი სხვებისათვის:სკოლის სხვა მოსწავლეებსაც ექნებათ საშუალება ჩაერთონ თეატრალურ ცხოვრებაში.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნული სასწავლო გეგმით კავშირი:
ეს პროექტი აერთიანებს შემდეგ საგნებს: ქართული,ხელოვნება,მუსიკა,შრომა,ისტი.
მოსწავლეები აღწევენ ერ. სასწ. გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს: ჩამოთვლილ საგნებში.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან:სპექტაკლებში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ მეზობელი სკოლის მოსწავლეებმაც, რაც ხელს შეუწყობს ორ სკოლას შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
12. პროექტის ავტორი: ნანა წივწივაძე.
13:პროექტის ავტორის ელ–ფოსტა:ntsivtsivadze@.gmail.com.

Monday, July 4, 2011

მე მიყვარს საქართველო

....მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,
როგორც წყალში დგას,წნორის ძირები
სიცოცხლეს არვის დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები

Sunday, July 3, 2011

გურული ფოლკლორი

გურია  გამოირჩევა ფოლკლორული ნიმუშების მრავალფეროვნებით.განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გურულ სიმღერებს. აღსანიშნავია "კრიმანჭული", რომელიც მეტად რთული შესასრულებელია.
სიმღერას საერთოდ დიდი ადგილი უჭირავს გურული კაცის ცხოვრებაში.იგი ჭირისა და ლხინის განუყოფელი ნაწილია.